Заява Спілки грузинських математиків

Ми, члени Спілки грузинських математиків, обурені широкомасштабною війною, розв’язаною російською армією проти незалежної та демократичної України, коли гинуть безневинні громадяни, в тому числі й діти.

Відомо, що від імені українських математиків розповсюджено звернення до членів європейської спільноті математиків, в якому українські математики повідомляють, яка важка ситуація склалася в Україні внаслідок жорстокої агресії Російської Федерації.

У цей важкий період ми хочемо висловити максимальну підтримку нашим українським колегам вченим, побажати їм витримки й бадьорості.

Ми поруч з українським народом, який звитяжно бореться за незалежність і переконані в його остаточній перемозі, агресор не втече від вироку історії.

Слава Україні.
Героям слава!

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის განცხადება

ჩვენ, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრები, აღშფოთებულები ვართ დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არმიის მიერ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომით, რომელსაც ეწირებიან უდანაშაულო მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.

მოგეხსენებათ, რომ უკრაინის მათემატიკოსთა სახელით გავრცელდა მიმართვა ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების წევრებისადმი, რომელშიც უკრაინელი მათემატიკოსები გვამცნობენ, თუ რა მძიმე მდგომარეობა შეიქნა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სასტიკი აგრესიის განხორციელებით.

ამ მძიმე პერიოდში, მაქსიმალური თანადგომა გვსურს გამოვუცხადოთ ჩვენს უკრაინელ მეცნიერ კოლეგებს, ვუსურვოთ მათ გამძლეობა და მხნეობა.

ჩვენ გვერდში ვუდგავართ თავისუფლებისათვის გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს და დარწმუნებულები ვართ მათ საბოლოო გამარჯვებაში, ისტორიის განაჩენს ვერ გადაურჩება აგრესორი.

დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!

განცხადება

ახალგაზრდა მათემატიკოსებისთვის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

(შენიშვნა: სმკ სათათბიროს გადაწყვეტილებით "ახალგაზრდა მათემატიკოსებისათვის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიაზე" საბუთების წარდგენის ვადა გაგრძელებულია 2022 წლის 15 ივნისამდე).

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი ახალგაზრდა მათემატიკოსებისთვის აცხადებს კონკურსს გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გაიცემა 4 წელიწადში ერთხელ, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ყრილობის ჩატარების წელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს (ან კონკურსანტების ჯგუფს), რომლის (რომელთა) ასაკი პრემიის მინიჭების მომენტისთვის - 03.09.2022 - არ აღემატება 40 წელს.

2022 წლის "ახალგაზრდა მათემატიკოსებისათვის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიაზე" საბუთების მიღება დასრულდება 2022 წლის 15 ივნისს.

პრემიის მოსაპოვებლად ავტორმა უნდა წარმოადინოს მხოლოდ წინა ხუთ წელიწადში შესრულებული ნაშრომები (2017-2022), რომლებიც დაბეჭდილია სულ მცირე ექვსი თვით ადრე განცხადების გამოქვეყნებამდე.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც წამოაყენებენ კანდიდატს პრემიის მოსაპოვებლად, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირში უნდა წარმოადგინონ შემდეგი მასალა გრიფით "საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრემიის მოსაპოვებლად":

  1. დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახასიათებას;
  2. გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი ან ნაშრომები ორ ეკზემპლარად და ელექტრონული ფორმით (გადმოიგზავნება ელექტრონული ფოსტით);
  3. მონაცემები ავტორის შესახებ (CV) სამუშაო ადგილის, დაკავებული თანამდებობის, ბინის მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებით და სამეცნიერო შრომების სია;
  4. პირადობის მოწმობის ასლი;
  5. თუ წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებულია თანაავტორებთან ერთად, მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს:
    • თანაავტორის თანხმობა ნაშრომის წარდგენაზე;
    • თანაავტორის პირადობის მოწმობის ასლი (ნაშრომი არ განიხილება, თუ ერთი მაინც თანაავტორის ასაკი პრემიის გაცემის დღისთვის აღემატება 40 წელს);
    • თითოეული კონკურსანტის დასაბუთებული განმარტება ნაშრომის რა ნაწილია შესრულებული მის მიერ.

საკონკურსო მასალების წარდგენის ვადის ამოწურვისთანავე საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბირო შექმნის საექსპერტო კომისიას და აირჩევს საექსპერტო კომისიის თავმჯდომარეს. საკონკურსოდ შემოსულ ყველა ნაშრომს მეცნიერულად შეაფასებს და პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციებს მოამზადებს საექსპერტო კომისია.

საექსპერტო კომისია კონკურსანტებთან შეთანხმებით დაადგენს მოხსენებათა განრიგს და რეგლამენტს წარმოდგენილი ნაშრომების საჯარო განხილვისთვის. საჯარო განხილვის შემდეგ სათათბიროს წევრები და საექსპერტო კომისიის წევრები, პრემიის დებულებაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად, გაერთიანებულ სხდომაზე გამოავლენენ გამარჯვებულს.

2022 წლის კონკურსის გამარჯვებულ კანდიდატს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ბათუმში 2022 წლის 29 აგვისტოდან 3 სექტემბერის ჩათვლით, გადაეცემა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიის მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი და 1000 (ათასი) ლარი ფულადი პრემია (კონკურსანტთა ჯგუფის გამარჯვების შემთხვევაში საპრემიო თანხა თანაბრად გაიყოფა ჯგუფის წევრებზე).

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბირო

მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს გაფართოებული სხდომა

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო პროცესის ახალი ფორმების ორგანიზებისა და დანერგვის შესახებ

მათემატიკოსთა კავშირის მოღვაწეობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საშუალო და უმაღლეს განათლებაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება და პრობლემათა გადაწყვეტაში გარკვეული წვლილის შეტანაა. მნიშვნელოვანია კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში თეორიულ საკითხთა კვლევა, მიმართვები თანამშრომლობის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია სადღეისო პრაქტიკულ საგანმანათლებლო ამოცანებზე ზრუნვა. ამ მხრივ საყურადღებოა სულ უფრო გამოკვეთილი აქცენტები სასწავლო პროცესში ტექნოლოგიებისა და სათანადო სასწავლო რესურსების ჩართვის შესახებ.

2021 წლის 5 თებერვალს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს გაფართოებული სხდომა მიეძღვნა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სასწავლო პროცესის ახალი ფორმების ორგანიზებისა და დანერგვის საკითხებს. სხდომაზე პრეზენტაციით წარსდგა ათასწლეულის სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრი ქალბატონი ნინო მარდალეიშვილი. მან სხდომის მონაწილეებთან მიმოიხილა მის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები და გამოთქვა მზადყოფნა თავად რესურსების მათემატიკოსთა კავშირის ინტერნეტგვერდზე განთავსების შესახებ. შთამბეჭდავი იყო ამ მასალის დემონსტრირებაც.

სხდომის მონაწილეებმა ისაუბრეს საკითხის მნიშვნელობაზე. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზენტაციას, თავად რესურსების აქტუალურობასა და ხარისხს, ავტორის მიღწევებს აღნიშნული მასალის შექმნასა და პოპულარიზაციაში და გამოთქვეს მზადყოფნა ამ მასალის ფართოდ გავრცელებასა და დანერგვაში ხელშეწყობის შესახებ.

იხილეთ: მოხსენების ჩანაწერი და სასწავლო რესურსები

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი მიესალმება ბატონ გიორგი ჯაიანს

ბატონო გიორგი, გილოცავთ დაბადებიდან 75 წლისთავს

თქვენ ბრძანდებით საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საამაყო და ფრიად აქტიური წევრი. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი გახდა საერთაშორისო მათემატიკოსთა კავშირისა და ევროპის მათემატიკური საზო­გა­დოების დამფუძ­ნე­ბელი წევრი.

ფრიად შთამბეჭდავია თქვენ მიერ განვლილი ცხოვრების გზა. თბილისის 55-ე საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ თქვენ გახდით თსუ მე­ქა­ნიკა-მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც წარჩინებით დაამთავრეთ 1968 წელს. თქვენ სტუდენტობის წლებიდანვე მიიქციეთ აკადემიკოს ილია ვეკუას ყურადღება და შემდგომში, თსუ ასპირატურაში, მისი ხელმძღვანელობით მოამზადეთ საკანდიდატო დისერტაცია. 1968 წელს ი. ვეკუას ინიციატივით უნივერსიტეტში დაარსებულ გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტი­­ტუტში, თავად ი. ვეკუას რეკომენდაციით, თქვენ დაიკავეთ უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამ­დე­ბო­ბა­. შემდეგ კი თქვენ უწყვეტად ხართ წევრი ამ ინსტიტუტისა, სადაც თქვენ გაიარეთ ყველა სამეცნიერო-სამსახურებრივი საფეხური დი­რექ­ტორის თანამდებობამდე და დღესაც წარმატებით ხელმძღვა­ნელობთ მას.

აკადემიკოს ი. ვე­კუას­თან მრავალწლიანმა ურთიერთობამ არსებითად გან­საზ­ღვრა თქვენი სამეცნიერო ინტერესები დიფერენციალურ განტოლებათა და გარსთა თეორიის მიმართულებით. თქვენს მეცნიე­რულ კვლევებში შემდგომი გან­ვითარება ჰპოვა ი. ვეკუას გარსებისა და ფირფიტების თეორიის რიგმა მნიშ­ვნე­ლო­ვანმა, მათ შორის, გამოყენებითი ხასიათის საკითხმა. თქვენ ავტორი ხართ 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 6 მონოგრაფიისა, რომლებიც ეხება გადაგვარებული დიფერენციალური განტოლებების თეორიას და წამახვი­ლე­ბუ­ლი ფირფიტებისა და ღეროების იერარქიული მოდელების გამოკვლევას, რამაც თქვენ დამსახურებული ავტორიტეტი მოგიხვეჭათ მათემატიკოსთა და მექნიკოსთა სამეცნიერო საზოგადოებებში.

თქვენ ერთობლივი კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად არაერთხელ იყავით მიწვეული ავსტრიის, აშშ, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ჩეხე­თის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში; მოპოვებულ გაქვთ 20-ზე მეტი ადგი­ლობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი; მონაწილეობდით მრა­ვა­ლი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებასა და მუშაობაში.

აღსანიშნავია თქვენი წვლილი მეცნიერების ორგანიზებაშიც. თქვენ სხვადასხვა დროს გეკავათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათე­მატიკის ინსტიტუტის სწავლული მდივნის (1973-1987 წწ.), სამეცნიერო მუშაობის დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის (1987-2006 წწ.) თანამდებობები, 2006 წლიდან დღემდე კი ამ ინსტიტუტის დირექტორი ბრძანდებით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თქვენი დიდი წვლილი საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებაში მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან. თქვენი მეცადინეობითა და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების პრეზი­დენ­ტის მხარდაჭერით, 1995 წელს გამო­ყე­ნე­ბი­თი მათემატიკის ინსტიტუტში დაფუძნდა მათემატიკისა და ინფორმა­ტი­კის თბი­ლი­სის საერ­თა­შო­რი­სო ცენტრი (TICMI), რომლის მუშაობას წარმართავს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შემდეგი ფაქტი: 2006 წლის ბოლოს აბსოლუტურად გაუმართლებელი ბრძანებით მოხდა გამოყენებითი მათე­მა­ტი­კის ინსტიტუტის ლიკვიდაცია. სწორედ ამ ურთულეს პერიოდში თქვენ ჩაატარეთ რამდენიმე საერ­თა­შო­რისო სამეცნიერო ფორუმი საერთაშორისო ორგა­ნი­ზა­ციების მხარდაჭერით, რამაც დიდად შეუწყო ხელი ინსტიტუტის აღდგენისა და განახ­ლე­ბის პრო­ცესს. თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად 2007 წელს ინსტიტუტს მიენიჭა ჯერ თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი, ხოლო 2009 წელს ის გამოეყო ფა­კულ­ტეტს, 2016 წელს კი ინსტიტუტს აღუდგა უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეც­ნიე­რო კვლე­ვი­თი ერთეულის სტატუსი და სწორედ ამ სტატუსით აღი­ნიშნა ინსტი­ტუტის დაარ­სე­ბის 50-ე წლის­თავი 2018 წელს.

ასევე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ 2009 წელს თქვენი დაუღალავი მეცა­დი­ნეობით აღდგა 2006 წელს გაუქმებული მექანიკის კათედრა, რომელიც 1938 წელს იყო დაარსებული თსუ-ში ნიკოლოზ მუსხელიშვილის მიერ.

თქვენი საქმიანობა, როგორც მეცნიერების ორგანიზატორისა, არ შემოიფარგლება ინსტიტუტის მასშტაბით. სხვადასხვა დროს თქვენ იყავით: ევროპის მათემატიკური საზო­გა­დოების დამფუძ­ნე­ბელი კრების მონაწილე, ევროპის მათემატიკური საზო­გა­დოე­ბის საბჭოს წევრი (1994-2001 წწ.); საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოების მათე­მა­ტი­კოსთა კავშირად გარდაქმნის ერთ-ერთი ინიციატორი და საორგანიზაციო კო­მი­სიის თავმჯდომარე, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ეროვნული კომი­ტე­ტის თავმჯდომარის მოადგილე (1989-1994 წწ.); გამოყენებით და თეორიულ მექა­ნი­კა­ში საქართველოს ეროვნული კომი­ტე­ტის დამფუძნებელი კრების თავ­მჯდო­მარე (2000 წ.), კომიტეტის თანათავ­მჯდომარე (2000-2012 წწ.) და შემდეგ ამავე კომიტეტის თავ­მჯდო­მა­რე (2012 წ. - დღემდე). საქართველოს მექანიკოს­თა კავშირის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (2012-2018 წწ.). თქვენ ხართ ევრო­პის მეც­ნიე­რე­ბათა აკადემიის (EurASc), მსოფლიო ინო­ვა­ციე­­ბის ფონდის (WIF), ანალიზის, გამოყე­ნე­ბების და გამოთ­ვლების საერ­თა­შო­რი­სო საზოგადოების (ISAAC), ამერიკის მათემა­ტი­კუ­რი საზოგადოების (AMS), მექანიკისა და მათემატიკის ურთიერ­თო­ბის საერ­თა­შო­რისო საზო­გა­დოე­ბის (ISIMM), თეო­რიუ­ლ და გამოყენებით მექანიკაში საერ­თა­შორისო კავ­ში­რის (IUTAM) გენერალური ასამბლეის, გამოყენე­ბითი მა­თე­მა­ტიკისა და მექა­ნიკის საერთაშორისო ასოციაციის (GAMM) წევრი.

ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენს საიუბილეო თარიღს ხვდებით ახალგაზრდული და ოპტი­მისტური შემართებით.

გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელ, ხალისიან ცხოვრებას და შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს სამეცნიერო სარბიელზე.

საქართველოს მატემატიკოსთა კავშირი
19 ივნისი, 2020

"პოსტდოკი" საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში

პოსტდოკ პოზიცია ჰარმონიულ ანალიზსა და კერძოწარმოებულებიან დიფერენციალურ განტოლებებში

პოსტდოქტორანტის პოზიცია გამოცხადდა პროექტში, რომელსაც ხელმძღვანელობს ალეხანდრო კასტილა, მათემატიკის დეპარტამენტი, ნაზარბაევის უნივერსიტეტი.

პოზიცია გამოცხადებულია ერთი წლით, 2 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით. დაწყების თარიღია 2020 წლის იანვარი. ხელფასი შეადგენს 2000USD თვეში.

საბუთები და შეკითხვები უნდა გაიგზავნოს მისამართზე alejandro.castilla@nu.edu.kz 2019 წლის 31 ოქტომბრამდე.

დეტალებისათვის იხილეთ გამოცხადების ინგლისური ვერსია.