ძვირფასო კოლეგებო,
საქართველოს მათემატიკოსთა XI საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტები ავრცელებენ შემდეგ განცხადებას:
ახალი კოროვირუსით (COVID-19) გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო, საქართველოს მათემატიკოსთა XI საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტებმა გულდასმით განხილვისა და კონსულტაციის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ კონფერენცია გადაიდოს და ჩატარდეს მომავალი - 2021 წლის ზაფხულში. ამ კონფერენციის ორგანიზებასთან დაკავშირებული დეტალები გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს. შესაბაისი ინფორმაცია გამოქვეყნდება XI კონფერენციის ვებსაიტზე და ასევე დაიგზავნება ელექტრონული შეტყობინება.
ვწუხვართ და გულწრფელად გიხდით ბოდიშს ყველას ამ მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შედეგის გამო.
გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ სამეცნიერო მოღვაწეობას,
სამეცნიერო და საორგანიზაციო კომიტეტების სახელით,
დავით ნატროშვილი
ალეკო მესხი