საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XI საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 24 - 28 აგვისტოს ქ. ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის სექციები და თავმჯდომარეები:
თემატური მინისიმპოზიუმები: მონაწილეებმა, რომელთაც სურთ თემატური მინისიმპოზიუმების ორგანიზება, უნდა გამოაგზავნონ განაცხადი ელექტრონული ფოსტით 2020 წლის 31 მაისამდე შემდეგ მისამართზე: conferences.gmu@gmail.com
მინისიმპოზიუმების ორგანიზებისათვის აუცილებელია არანაკლებ 5 მომხსენებლის მონაწილეობა.
კონფერენციის სარეგისტრაციო შესატანი |
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრები |
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ არიან საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრები |
სრული მონაწილეობა |
100 ლარი |
120 ლარი |
კონფერენციის ყველა მონაწილე, ორგანიზატორებისა და პლენარული მომხსენებლების ჩათვლით, იხდის კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადს. თუ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრს გადახდილი აქვს მიმდინარე წლის საწევრო გადასახადი, მაშინ ის იხდის კონფერენციის სარეგისტრაციო თანხას 80 ლარის ოდენობით.
კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადი სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის არის 50 ლარი. თუ სტუდენტს გადახდილი აქვს მიმდინარე წლის საწევრო გადასახადი, მაშინ ის იხდის კონფერენციის სარეგისტრაციო თანხას 40 ლარის ოდენობით.
სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს |
ყველა სექციაზე დასწრებას |
თეზისების კრებულს |
|
პროგრამის ბუკლეტს |
|
კონფერენციის გახსნის საღამოს წვეულებაში მონაწილეობა (23 აგვისტო, 19:00-21:00) |
|
„ყავის“ შესვენებებში მონაწილეობას |
|
კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატს |
შენიშვნა: ერთზე მეტი თეზისის გამოქვეყნების შემთხვევაში რეგისტრირებულმა მონაწილემ უნდა გადაიხადოს 20 ლარი ყოველ დამატებით თეზისზე.
თეზისის წარდგენა და რეგისტრაციის დასრულება: ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს www.gmu.gtu.ge/Batumi2020/indexe.html და გაიარეთ რეგისტრაციის საწყისი ეტაპი (რაც მოითხოვს თეზისის LaTex და Pdf ვერსიების ატვირთვასაც) 2020 წლის 15 ივლისამდე.
რეგისტარცია ჩაითვლება დასრულდება და კონფერენციის მონაწილის თეზისი დაიბეჭდება კრებულში სამეცნიერო კომიტეტის მიერ მოხსენების პროგრამაში ჩართვის დადასტურებისა და სარეგისტრაციო თანხის გადახდის შემდეგ.
გთხოვთ, სარეგისტრაციო თანხის გადახდა (ჩარიცხვა) შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე zaza-ude@hotmail.com. აუცილებელია შეტყობინებას თან დაერთოს მიბმული ფაილის სახით სარეგისტრაციო გადახდის ქვითრის ასლი, სადაც გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული იქნება: ‘’სახელი, გვარი, სმკ XI კონფერენციის სარეგისტრაციო შენატანი’’.
15 ივლისის შემდეგ წარმოდგენილი თეზისი არ მიიღება დასაბეჭდად.
თეზისი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ვარიანტი უნდა იყოს წარმოდგენილი LaTex ფორმატში შაბლონის მიხედვით. თვითოეულის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს. თეზისი, რომელიც გამოიგზავნება Word ფაილით, არ მიიღება დასაბეჭდად. დაბეჯითებით გთხოვთ, დაიცვათ შაბლონის ფაილში მითითებული წესები. აქ შეგიძლიათ შაბლონები LaTeX_Template_for_GMU-XI - ის ჩამოტვირთვა.
ინფორმაცია სასტუმროების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:
http://www.booking.com/ და https://www.airbnb.com/.
მნიშვნელოვანი თარიღები:
31 მაისი, 2020 - მინისიმპოზიუმების ორგანიზებაზე განაცხადის მიღების საბოლოო ვადა
15 ივლისი, 2020 - თეზისის წარდგენის საბოლოო ვადა
20 ივლისი, 2020 - მოხსენებების მიღების დასტური
31 ივლისი, 2020 - საკონფერენციო გადასახადის გადახდის ბოლო ვადა იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც სურთ
თეზისების დაბეჭდვა თეზისების კრებულში (რეგისტრაცია შეგიძლიათ დაასრულოთ
მოგვიანებითაც, მაგრამ თეზისი ვეღარ დაიბეჭდება კრებულში.
თუმცა დაგვიანებული რეგისტრაციის შემდეგ, შესაძლებელი იქნება
თეზისის ჩართვა კონფერენცის ვებგვერდზე განთავსებულ თეზისების
კრებულის ელექტრონულ ვერსიაში)
დამატებითი ინფორმაცია მოცემული იქნება მეორე შეტყობინებაში.
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი,
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე,
პროფესორი დავით ნატროშვილი
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,
პროფესორი ალექსანდრე მესხი