gmu_logo


 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის
ყოველწლიური XI საერთაშორისო კონფერენცია


კონფერენციის მონაწილეების საყურადღებოდ

საქართველოში შექმნილ მძიმე პანდემურ სიტუაციასთან დაკავშირებულ სამთავრობო დადგენილებების (https://stopcov.ge/ge/shezgudvebi) სულისკვეთებიდან გამომდინარე, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მე–11 საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონფერენცია ძირითადად ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში. იმასთან დაკავშირებით, რომ კონფერენციაში მონაწილე ზოგიერთი უცხოელი კოლეგა ჩამოდის ბათუმში, საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისა და კონფერენციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი, უცხოელ კოლეგებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
მადლობას გიხდით კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
საორგანიზაციო კომიტეტი

ჩამოტვირთეთ აქ და თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ პლენარულ და სექციურ სხდომებს ZOOM-ის შესაბამის ბმულებზე დაწკაპუნებით


მეორე შეტყობინება (ჩამოტვირთეთ)

 

კონფერენციის სექციები და თავმჯდომარეები:

 

 

თემატური მინისიმპოზიუმები: მონაწილეებმა, რომელთაც სურთ თემატური მინისიმპოზიუმების ორგანიზება, უნდა გამოაგზავნონ განაცხადი ელექტრონული ფოსტით 2021 წლის 31 მაისამდე შემდეგ მისამართზე: conferences.gmu@gmail.com
მინისიმპოზიუმების ორგანიზებისათვის აუცილებელია არანაკლებ 5 მომხსენებლის მონაწილეობა.

 

თეზისის წარდგენა: ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს www.gmu.gtu.ge/Batumi2021/indexe.html და გაიარეთ რეგისტრაციის საწყისი ეტაპი და ატვირთეთ თქვენი თეზისის LaTex და Pdf ვერსიები 2021 წლის 15 ივლისამდე.

15 ივლისის შემდეგ  წარმოდგენილი თეზისი არ მიიღება დასაბეჭდად.

თეზისი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე  ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს LaTex ფორმატში, შაბლონის მიხედვით. თითოეული თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდსთეზისი, რომელიც გამოიგზავნება Word-ის ფაილით, არ მიიღება დასაბეჭდად. დაბეჯითებით გთხოვთ, დაიცვათ შაბლონში მითითებული წესები. შაბლონების ჩამოტვირთვას შეძლებთ კონფერენციის ვებ-გვერდიდან.

შენიშვნა რეგისტარცია ჩაითვლება დასრულებულად და კონფერენციის მონაწილის თეზისი დაიბეჭდება კრებულში სამეცნიერო კომიტეტის მიერ მოხსენების პროგრამაში ჩართვის  დადასტურებისა და სარეგისტრაციო თანხის გადახდის შემდეგ.

გთხოვთ, სარეგისტრაციო თანხის გადახდა (ჩარიცხვა) შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე  zaza-ude@hotmail.com.  აუცილებელია შეტყობინებას თან დაერთოს მიბმული ფაილის სახით სარეგისტრაციო გადახდის ქვითრის ასლი, სადაც გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებული იქნება: ‘’სახელი, გვარი,  სმკ XI  კონფერენციის სარეგისტრაციო  შენატანი’’.


 

მნიშვნელოვანი თარიღები:

15 ივნისი, 2021 -  მინისიმპოზიუმების   ორგანიზებაზე განაცხადის მიღების  საბოლოო ვადა
15 ივლისი,  2021  -  თეზისის წარდგენის საბოლოო ვადა
20 ივლისი, 2021 - მოხსენებების მიღების დასტური
31 ივლისი, 2021  - თეზისების წარმდგენ მონაწილეთა რეგისტრაციის საბოლო ვადა (კონფერენციის სარეგისტრაციო თანხის გადახდა).
23 აგვისტო,  2021  -  კონფერენციის გახსნა
25 აგვისტო,  2021  -  ექსკურსიების/დასვენების დღე
28 აგვისტო,  2021-  კონფერენციის დახურვა

შემდგომი დეტალური ინფორმაცია განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე: http://gmu.gtu.ge/Batumi2021/ .

პირველი შეტყობინება (ჩამოტვირთეთ)

 

 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი,
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე,
პროფესორი
დავით ნატროშვილი


კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,
პროფესორი
ალექსანდრე მესხი