gmu_logo


 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის
ყოველწლიური XII საერთაშორისო კონფერენცია


კონფერენციის მონაწილეების საყურადღებოდ

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XII საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 29 აგვისტოდან 3 სექტემბერის ჩათვლით ქ. ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
გლობალური პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით კონფერენცია ჩატარდება შერეული ფორმატით. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით. ვიმედოვნებთ, რომ პანდემიური სიტუაცია დასრულდება და მრავალი მონაწილე ჩამოვა ბათუმში.

კონფერენციის სექციები და თავმჯდომარეები:

 

ორი მინი სიმპოზიუმის შესახებ იხილეთ აქ

 

რეგისტრაცია და თეზისის წარდგენა: ეწვიეთ კონფერენციის ვებგვერდს http://gmu.gtu.ge/Batumi2022/index.html, გაიარეთ რეგისტრაცია და ატვირთეთ თეზისის LaTex და Pdf ვერსიები 2022 წლის 15 ივლისამდე. თეზისი წარმოდგენილი უნდა იყოს LaTex ფორმატში ინგლისურ ენაზე. თეზისის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს. დაბეჯითებით გთხოვთ, დაიცვათ შაბლონში მითითებული წესები. მიბმული ფაილით გიგზავნით თეზისის შაბლონს. შაბლონების ჩამოტვირთვას შეძლებთ კონფერენციის ვებ-გვერდიდანაც.

გაითვალისწინეთ, რომ, რეგისტრაციის დროს, ინგლისურ სათაურთან ერთად, აუცილებელია მოხსენების სათაურის ქართული ვერსიის ატვირთვა.

თეზისი, რომელიც სხვა ფორმატით იქნება მომზადებული, არ განიხილება.

დაგვიანებით წარმოდგენილი თეზისი არ გამოქვეყნდება თეზისების კრებულში.

შენიშვნა: რეგისტარცია ჩაითვლება დასრულებულად და კონფერენციის მონაწილის თეზისი გამოქვეყნდება თეზისების კრებულში სამეცნიერო კომიტეტის მიერ მოხსენების პროგრამაში ჩართვის დადასტურებისა და სარეგისტრაციო თანხის გადახდის შემდეგ.

საკონფერენციო გადასახადი:
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის წევრებისათვის, რომლებსაც გადახდილი აქვთ კავშირის 2022 წლის საწევრო გადასახადი – 80 ლარი
სტუდენტებისათვის (ბაკალვრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 40 ლარი
ყველა დანარჩენი მონაწილისათვის – 100 ლარი

შენიშვნა: სტუდენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გათავისუფლდებიან სარეგისტრაციო გადასახადისაგან (საორგანიზაციო კომიტეტში მათი მომართვის საფუძველზე).
კონფერენციის ყველა მონაწილე, ორგანიზატორებისა და პლენარული მომხსენებლების ჩათვლით, იხდის კონფერენციის სარეგისტრაციო გადასახადს.

სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს: სამეცნიერო სექციებზე წვდომას, თეზისების კრებულს (ელექტრონული ფორმით), კონფერენციის პროგრამას, კონფერენციის ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას, კონფერენციაში მონაწილეობის/დასწრების სერტიფიკატს, ყავის შესვენებებს.

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

15 ივნისი, 2022 -  მინისიმპოზიუმების   ორგანიზებაზე განაცხადის მიღების  საბოლოო ვადა
15 ივლისი,  2022  -  თეზისის წარდგენის საბოლოო ვადა
20 ივლისი, 2022 - მოხსენებების მიღების დასტური
31 ივლისი, 2022  - საკონფერენციო გადასახადის გადახდის ბოლო ვადა იმ მონაწილეებისათვის, რომლებსაც სურთ თეზისების ჩართვა თეზისების კრებულში.


მეორე შეტყობინება (ჩამოტვირთეთ)

 

 

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი,
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე,
პროფესორი
დავით ნატროშვილი


კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,
პროფესორი
ალექსანდრე მესხი



პირველი შეტყობინება (ჩამოტვირთეთ)